რუსეთში, კურსკის ოლქში მდებარე უშიშროების სამსახურის სამმართველოზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა. რუსული სააგენტოების ცნობით, დაიჭრა 5 რუსი მესაზღვრე. დრონით კიდევ ერთი შეტევის შესახებ იუწყება კურსკის ოლქის გუბერნატორი. მისი თქმით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სოფელ პლეხოვოსთან ჩამოადგო.