„ქართული ოცნება“ ოპოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის საკუთარი კანდიდატების დასახელებას სთავაზობს. ამისთვის ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვადა დღის ბოლომდე აქვს. ოპოზიცია კონსულტაციებს ითხოვს. ამბობენ, რომ საკუთარი კანდიდატები ჰყავთ, თუმცა ვადის დაწესება მათთვის მიუღებელია.