საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისლანდიაში რეაკიავიკის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ის ევროპის საბჭოს ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ევროსაბჭო ამ ტიპის სამიტისთვის უკვე მეოთხედ ემზადება. მიზეზი კი უკრაინაში მიმდინარე ომია. რეაკიავიკის სამიტზე ასევე უნდა მიიღონ დეკლარაციაც. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ისლანდიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმყოფება.