ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერები დღეს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ორდღიან სამიტზე დასასწრებად შეიკრიბებიან. სამიტზე, ორგანიზაციის 46 წევრი სახელმწიფოს ლიდერები უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და მიმდინარე ომის ფონზე წარმოქმნილ საფრთხეებს განიხილავენ. ევროპის საბჭო დაარსების დღიდან მხოლოდ მე-4 სამიტს მართავს. სამიტს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, რიში სუნაკი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც დაესწრებიან. გარდა ამისა, მონაწილეებს ვიდეოზარის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიმართავს.