8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების შეფასების დოკუმენტს - სტატუსმეტრს წარადგენს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.