ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის განმეორებით შეხვედრაში თანაქალაქელები „ინტერი“ და „მილანი“ დღეს სან სიროზე ითამაშებენ. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ნომინალური სტუმრის „ინტერის“ გამარჯვებით ანგარიშით 0:2 დასრულდა. გასულ კვირას გამართულ „დერბი დელა მადონინაში“ ანგარიში ჯეკომ გახსნა, რასაც მალევე მხითარიანის გოლიც მოჰყვა, ინტერს უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ რიგ მომენტებშ არ გაუმართლა. აღნიშნულ შეხვედრაში „მილანს“ გუნდის ლიდერი რაფა ლეაუ ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, რაც დიდი დანაკლისი გამოდგა.
სეზონის ბოლოს ამ გუნდებს სერია ა-ში განსხვავებული მდგომარეობა აქვთ, „მილანი“ ქულების დაკარგვას განაგრძობს, სტეფანო პიოლის გუნდმა, ჯერ ბოლოსწინა ადგილოსან „კრემონეზესთან“ დაკარგა ქულები, ბოლო ტურში კი მე-20 პოზიციაზე მყოფ „სპეციასთან“ წააგო. „მილან“ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 61 ქულა აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა, რაც შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობას არ იძლევა, მის წინ მყოფ ლაციოს კი 4 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „ინტერს“, მათ ბოლო 7 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს და მნიშვნელოვანი ქუელბი დააგროვეს, რითაც თითქმის გაინაღდეს შემდეგ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება.
ორივე გუნდი შეხვედრას გარკვეული დანაკლისით ხვდება, „მილანს“ ბენასერი, ფლორენცი, კრუნიჩი და დიდი ალბათობით მესიასი ვერ დაეხმარება, რაც შეეხება „ინტერს“, მათი დანაკლისი შკრინიარი და კორეაა.
მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე 4 ჯერ დაუპირისპირდნენ, პირველი შეხვედრა „მილანმა“ 3:2 მოიგო, იანვარში იტალიის სუპერ თასსზე უკვე „ინტერმა“ აჯობა 3:0 ხოლო სერია ა-ს მეორე შეხვედრაში ისევ „ინტერი“ გამოდგა გამარჯვებული. ეს გუნდები აქამდეც შეხვედრილან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, 20 წლის წინ ფინალის საგზური „მილანმა“ გაიფორმა.