პარლამენტთან რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.
აქციის ორგანიზატორის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
მისივე თქმით, ჩამოყალიბდება მოძრაობა სახელწოდებით - “მაისის მოძრაობა” , რომელიც რუსეთთან დაახლოებას და ევროკავშირთან დაშორებას ხელი შეუშლის.
“გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ მოძრაობა, რომელსაც “მაისის მოძრაობა” ერქმევა. მოძრაობის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა ამ მოძრაობის წევრი გახდეს. მოძრაობა აპოლიტიკურ ხასიათს შეინარჩუნებს. მოძრაობა იქნება მოქალაქეების გაერთიანება, რომელიც ამ მიზნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენი მიზანია, რუსეთთან დაახლოებას და ევროკავშირთან დაშორებას ხელი შევუშალოთ”,- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
მისივე თქმით, მათ პარლამენტში ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით პეტიცია უკვე შეიტანეს.