ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ჩექერსის რეზიდენციაში შედგა. ზელენსკის განცხადებით, ლიდერებმა საბრძოლო თვითმფრინავებზე ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანას საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის შექმნა სურს. უახლოეს პერიოდში კი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაჟღერდება. მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის მთავარი ნაწილი იყოს, თუმცა მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლებლობების გაძლიერება იოლი საკითხი არ არის.