ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება უკრაინა ალიანსის წევრი გახდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ უკრაინა, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა გაიმარჯვებს. სტოლტენბერგი ხაზს უსვამს, რომ ნატო-ს მოკავშირეები, ივლისში, ვილნიუსის სამიტზე უკრაინას მკაფიო მხარდაჭერას სხვადასხვა გზით გამოუცხადებენ. ნატოს გენერალური მდივანი ელის, რომ ალიანსი, ნატო-ში გაწევრიანების მიზნით უკრაინის დასახმარებლად მრავალწლიან პროგრამაზე შეთანხმდება.