პროექტი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში 2022-რ 2023-მ სასწავლო წელს სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში საჯარო სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცის პროფესიას აცნობდნენ.