პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდნენ, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი თავად განკარგავდნენ.