საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესწავლა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრი არ აკონკრეტებს, რა ადგილზე იგეგმება აეროპორტის აშენება, თუმცა ამბობს, რომ ტერიტორიაზე, სადაც თბილისში, დღეს მოქმედი საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს, სივრცე შეზღუდულია.