საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შემდეგ ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით, "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობას ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ფაქტობრივად, ოპოზიციის გარეშე შეუძლია, ოპოზციაში კრიტიკა მოჰყვა. საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნიადაგს იმზადებს. კიდევ რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან და პოზიცია აქვს თავად პრეზიდენტის წარმომადგენელს.