საქართველოში ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ვლადიმერ პუტინის განკარგულებები ძალაში შევიდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველო-რუსეთს შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს - ფრენები 17-ი მაისიდან შესრულდება. სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულო ავიაკომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. პარალელურად, ამ წუთებში პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" მიმდინარეობს. ორგანიზატორი მაისის სამოქალაქო მოძრაობაა. რა გაცხადებები კეთდება ადგილზე, როგორია ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებები.