1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5395 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5395 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5458 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7617 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7805 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0188 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.