რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების დაწყების სურვილი არამარტო რუსულმა, ასევე ქართულმა კომპანიამაც გამოთქვა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების დაწყება საქართველოს სამივე აეროპორტში სურთ. ლევან დავითაშვილმა დააკონკრეტა, რომ განაცხადები შესულია სამი რუსული და ერთი ქართული კომპანიისგან, თუმცა მათი სახელები დავითაშვილს მედიასთან არ გაუხმოვანებია.