თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია, რა კითხვები ჰქონდათ ყოფილ გამომძიებელთან. პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწო, რაც შუბითიძემ თქვა, რომ პროგრამისტის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.