საქართველოში ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ვლადიმერ პუტინის განკარგულება ძალაში შევიდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით, უკვე არსებობს რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი. სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიების მიერ შესრულდება. კელი დეგნანის განცხადებით, უნდა დაისვას მთავარი კითხვა - თუ რატომ აძლევს ამ საჩუქარს ვლადიმერ პუტინი საქართველოს.