საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას მხარს უჭერს. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამაც გააკეთა. მისი თქმით, ერთობლივმა დეკლარაციამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ევროატლანტიკური მიმართულებით კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.