პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვა დაიწყო. ოპოზიციაში აკრიტიკებენ "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივას, რომლითაც "საარჩევნო კოდექსი" და პარლამენტის რეგლამენტი შეიცვლება. ამის მიხედვით საპარლამენტო უმრავლესობას ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, ფაქტობრივად, ოპოზიციის გარეშე შეუძლია. დღევანდელ განხილვებს პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი მსხილაძეც დაესწრო.