დანიის მორიგი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს. თბილისში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი ჩამოვიდა. მთავარი დანიელი დიპლომატი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ვიცე-პრემიერს, ლევან დავითაშვილს შეხვდა. ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას რასმუსენმა აღნიშნა, რომ დანია საქართველოს მტიცე მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის მნიშნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წლის ბოლოდან საქართველოსა და დანიას შორის პირდაპირი ფრენები ორმხრივი ეკონომიკურ კავშირებზე დადებითად აისახება. დანიელი დიპლომატი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ის ქვეყანას დღესვე დატოვებს.