უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრაზე უკრაინის გადაუდებელი დახმარების საკითხს განიხილავს.
„ბევრი გააკეთეთ თქვენ, თქვენმა მთავრობამ, მისმა უდიდებულესობა მეფემ და, რა თქმა უნდა, თქვენმა ხალხმა, საზოგადოებამ [უკრაინისთვის].მადლობელი ვართ, ”- განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე.
თავის მხრივ, სუნაკმა შეაქო ზელენსკი და განაცხადა, რომ მისი ლიდერობა შთამაგონებელია.
„მოუთმენლად ველი, რომ განვიხილავთ იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენი და თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად,” - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და რიში სუნაკის შეხვედრა პრემიერის ჩექერსის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოს დღეს ეწვია. მანამდე ის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფებოდა.