პრემიერ-მინისტრი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს.