საფრანგეთის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. მისი თქმით, ბრიტანეთის პრემიერთან პირისპირ შეხვედრის გარდა, ასევე დელეგაციებთან ერთად არსებითი მოლაპარაკებებიც გაიმართება.