ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში „ბარსელონა“ „ესპანიოლს“ ესტუმრა და ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად მოიპოვეს, რადგან უახლოეს მდევარს, პრინციპულ მეტოქეს, მადრიდის „რეალს“ 14 ქულით გაასწრეს და მადრიდელებს თეორიული შანსიც აღარ დაუტოვეს.
„ბარსელონას“ რიგებში გოლები ბალდემ, კუნდემ და ლევანდოვსკიმ (დუბლი) გაიტანეს. აქედან პოლონელმა ბომბარდირმა დუბლი შეასრულა. „ესპანიოლიდან“ თავი პუადომ და ხოსელუმ გამოიჩინეს.
ცნობისთვის, „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონის სტატუსი ისტორიაში 27-ჯერ მოიპოვა.