ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ესპანური კლუბები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მალაგის „უნიკახა“ ანგარიშით 84:79 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სარგებლიანობის კოეფიციენტით თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო – შერმადინის ამ მაჩვენებელმა 17 ერთეული შეადგინა. მისი სრული სტატისტიკა კი ასეთი იყო: 26 წუთში ქართველმა ცენტრმა 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინის მსგავსად, 12 ქულა ჰქონდა „ტენერიფეს“ უკანახაზელ ჰაიმე ფერნანდესს. მატჩის ბომბარდირი კი უნიკახელი კედრიკ პერი გახდა. მან 22 ქულა ჩააგდო.
„ტენერიფე“ ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგას მედლით ამთავრებს: შარშან გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა, ამჯერად კი მესამე ადგილი.
2022-23 წლების სეზონის ფინალში კი, ერთმანეთს გერმანულ „ბონი“ და იერუსალიმის „ჰაპოელი“ დაუპირისპირდნენ. გაიმარჯვა „ბონმა“ – 77:70