რუსეთის დუმაში ადასტურებენ, რომ ბელარუსის მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ავადაა. დიაგნოზი მედიისთვის უცნობია. ლუკაშენკა მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებას დაესწრო და მალევე მინსკში დაბრუნდა. მედიამ ყურადღება მიაქცია, რომ ის ცუდად გამოიყურებოდა და ფეხით გადაადგილება უჭირდა.