თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99 პროცენტი დათვლილია. საკუთარი არჩევანი ქვეყნის ამომრჩეველთა 88 პროცენტმა გააკეთა. არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხმების 49.25 პროცენტით ლიდერობს, მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 45.06 პროცენტი აქვს. მიმდინარე არჩევნებში თუ ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.