დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს 90 დღით, რუსეთში უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ. ვლადიმერ პუტინის ბრძანებითვე, საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა გაუქმდა, ავიარეისები შესაძლოა, უკვე ხვალიდან განახლდეს.