თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა. დღეს მოქალაქეები პრეზიდენტსა და 600-ადგილიან პარლამენტს ხუთ წლიანი ვადით ირჩევდნენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა.
თურქეთის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ქემალ ქილიჩდაროღლუ და სინან ოგანი იბრძვიან.
დასავლური მედია ვარაუდობს, რომ დღევანდელმა არჩევნებმა შესაძლოა, ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს.
ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის კოალიციური კანდიდატია. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 64 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს.