"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართულ ოცნების" ერთობლივი მიზანი საქართველოს რუსიფიკაციაა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან კერძო თვითმფრინავით, რუსი სპეცსამსახურების აგენტები ჩამოვიდნენ. როგორც ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აძლევს.