დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე წრიდან დაიწყო გამოსვლა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმაც, რომელმაც რუმინელ ეშლი გონსალესთან დამატებულ მეორე წუთზე შესრულებული ბოჭვით მოიგო.
მესამე წრეში 34 წლის ქართველი ძიუდოისტი ყაზახ ნურლიხან შარხანთან 9 წუთზე მეტხანს გაჭინაურებულ დაპირისპირებაში გაფრთხილებებით დამარცხდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე, რომელიც დოჰაში 7-14 მაისს იმართება, 12 ძიუდოისტით წარსდგა - 9 კაცითა და 3 ქალით და ისტორიული შედეგი (ორი ოქრო ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე) უკვე დააფიქსირა. ამ დროისთვის ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 2 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაო მედალია და კაცთა გუნდურ ჩათვლასაც ლიდერობენ.