საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე მედლის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ ილია სულამანიძე (-100 კგ) აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევთან დამარცხდა.
ილიამ მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს, ხორვატ ზლატკო კუმრიჩს მოუგო, რის შემდეგაც რუს არმან ადამიანთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც კანადელ კაილ რეიესს მოუგო და ბრინჯაოს ფინალში გავიდა.
მისი მეტოქე ზელიმ კოცოიევი იყო, რომელმაც 30 წამით ადრე ილიას იპონით აჯობა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს: გიორგი სარდალაშვილის (-60 კგ) ბრინჯაოს მედალი (-100 კგ), ტატო გრიგალაშვილისა (-81 კგ) და ლუკა მაისურაძის (-90 კგ) ოქროს მედლები, ლაშა ბექაურის (-90 კგ) ვერცხლის მედალი. ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლო დღეს საქართველოს ღირსებას კატარში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) დაიცავენ.