საქართველოს მოსამართლეების კორპუსის წარმომადგენლების მიერ გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების დღის აღნიშვნას ოპოზიციური სპექტრის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ გუშინდელმა დღემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რისგან უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ძალაუფლებით ტკბობის უკიდურესი გამოვლინებაა და ხელისუფლების სახეს ნათლად აჩვენებს.