შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა რიცხვი 65 მილიონით გაიზარდა და საერთო ჯამში 58 ქვეყანაში 258 მილიონ ადამიანის მიაღწია, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაეროს მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის კვლევით, მთავარი მიზეზები ომები, კლიმატის ცვლილებები და პანდემიაა. ყველაზე ცუდი ვითარება სომალიში, ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანსა და იემენშია, სადაც შიმშილისგან გარდაცვალება 38 მილიონ ადამიანს ემუქრება. ამასთანავე, შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა შორის 35 მილიონი ბავშვია, რომელთა ასაკიც 5 წელს არ აღემატება.