ქუთაისში, კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაცია გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, სახელმწიფო რწმუნებული და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“. „მწვანე წიგნი“ კი მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზსა და სამომავლო რისკებს.