მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან- განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გეგელია მოუწოდებს ხელისუფლებას, მკაცრად უზრუნველყოს სანქციების დაცულობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური ბედით თამაში.