თურქეთის თავდაცვის სამინისტრო, მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების საკითხზე რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრის შესახებ განცხადებას აკეთებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევისკენ მიდიან. განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ უკრაინიდან შავი ზღვის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი შიმშილის პრევენციასა და სტაბილურობის შენარჩუნებას ნიშნავს.