აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის, მომავალში უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს, თუ მისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან აშშ მუშაობს, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. გასულ დღეს უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებითაც კომენტარი ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა, მისი თქმით, უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად ცოტა დრო კიდევ სჭირდება. ასევე, საბრძოლო ბრიგადები მზადყოფნაში არიან, თუმცა არმიას ჯავშანტექნიკა ჯერ კიდევ ესაჭიროება.