პოლონეთის სენატმა უკრაინის ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციის თანახმად, სენატში გამოდიან ინიციატივით, რომ უკრაინის ალიანსში მისაღებად გამოიყენონ ის პროცედურები, რაც ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში გამოიყენეს. დოკუმენტის თანახმად, ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ იმაზე მეტი უნდა მიიღოს, ვიდრე „ღია კარის პოლიტიკის შესახებ“ წინა განცხადებებია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტი უკრაინის სრულუფლებიანი წევრობისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გახდეს.