თურქეთი 14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. თურქეთის ოპოზიცია, კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. გუშინ, თურქეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სექსუალური ხასიათის ყალბი კადრები დაასახელა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც ძალიან აფასებს ორმხრივ ურთიერთობებს, თავისი პარტნიორის საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს.