რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია ცნობილია. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტევით, სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები, არ შესრულდება, თუმცა, სავიზო რეჟიმის გაუქმება დადებითი ფაქტია, რადგან რუსეთში დაახლოებით 1 მილიონი ეთნიკური ქართველი იმყოფება და მათ მიმოსვლა გაუადვილდებათ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, მათი მხრიდან ეს ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა. დასმულ კითხვაზე - არის თუ არა წინაპირობა, რომ რუსეთ-საქართველის შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს, პესკოვი კომენტარისგან თავს იკავებს. რაც შეეხება პოლიტიკსთა შეფასებებს. ქართული ოპოზიციური სპექტრის განმარტებით, ვლადიმერ პუტინმა ქართული ოცნება მათი პრორუსული პოლიტიკოს გამო დააჯილდოვა. ხელისუფლების განმარტებით კი სავიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნა მათ არ ჰქონიათ, ეს გადაწყვეტილება პუტინმა ერთოპიროვნულად მიიღო.