იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა როგორც სამკურნალოდ ვარშავაში, ისე ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე. მისივე განმარტებით, სააკაშვილს ყველაფერი აქვს რაც სჭირდება. თავად გიული ალასანიასა და ექს პრეზიდენტის ადვოკატის განმარტებით, პროცესი გრძელდება, იწყება სარჩელის განხილვა.