თბილისში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შექმნილია სპეციალურად ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მსურველებს სხვადასხვა საგანს 25 ლექტორი შეასწავლის.