რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია ცნობილია. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტევით, სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები, არ შესრულდება, თუმცა, ეს გადაწყვეტილება დადებითია, რადგან რუსეთში დაახლოებით 1 მილიონი ეთნიკური ქართველი იმყოფება და მათ მიმოსვლა გაუადვილდებათ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, მათი მხრიდან ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება.