კონგოში მეწყერს 438 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი სამაშველო სამსახური 5000-მდე დაკარგულს ეძებს.
სტიქიის შედეგად სრულად განადგურდა 1200-მდე საცხოვრებელი სახლი, 3000-მდე შენობა კი დაზიანდა.
აღმოსავლეთ კონგოში მეწყერი კოკისპირულმა წვიმებმა და წყალდიდობამ გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვითარება სტიქიის რეგიონში მძიმეა და სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება საჭიროა.