ოკუპანტი ქვრყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 59 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები.
ბოლო ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში, ზაპოროჟიე და ხერსონის ოლქები დაბომბეს. ქვეყნის გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ოთხი მიმართულებით, მოწინააღმდეგის 44 თავდასხმა მოიგერიეს.