რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებასთან და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით უარყოფს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბახმუტის მიმართულებით მათ მოწინააღმდეგის რვა შეტევა მოიგერიეს. კონტრიერიშის დაწყებასთან დაკავშირებით, განცხადებები არც უკრაინის მხრიდან გაკეთებულა.