პროექტის "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში, სტუდენტური პარლამენტის წევრები საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. სტუმრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ. საუბარი შეეხო თავდაცვის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.