ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი წერს, რომ ბოლო სამი წელია იდაყვის ტრავმა აწუხებს და კორტზე გასვლა აუტანელი ტკივილით უწევს ხოლმე. სპორტსმენი ამ თემაზე პოსტს "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:
"დიდი დრო გავიდა, ამიტომ, მსურს, მცირე სიახლე გავუზიარო ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლები ღელავენ ჩემს გამო. ბოლო 3-4 წელიწადია ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი მქონდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში.
ბოლო სამი წელია ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო.
ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა, მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, გამოსავალს ვიპოვი. მადლობა მხარდაჭერისთვის", - წერს ბასილაშვილი.
წყარო: Ambebi.ge